Logo
ვაკანსიები
ფარდა-ჟალუზების, მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟის სპეციალისტი

ფარდა-ჟალუზების, მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 05.06.2025

 შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. 

კომპანია „დიო“ დაარსებიდან 29-ე წელს ითვლის. 

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. 

"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. 

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს  პოზიციას ფარდა-ჟალუზების, მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფარსადანის ქ.3/დამკვეთის ობიექტები 

ჩვენი შემოთავაზება: 

      •  6 დღიანი სამუშაო კვირა 

       • ჯანმრთელობის დაზღვევა 

  • უსაფრთხო სამუშაო გარემო  

  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება 

  • კომპანიის მანქანით სარგებლობა 

ჩვენი მოთხოვნებია: 

•   B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა, (სასურველია C კატეგორია) 

•   სასურველია  ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე  (ფარდა-ჟალუზების,   მწერებისგან დამცავი  და /ან კარ-ფანჯრის მონტაჟის გამოცდილება)მათ შორის  

ელექტრო პროდუქტის მონტაჟის ცოდნა. 

 

ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით, სამონტაჟო ჯგუფთან ერთად(  ერთ პირზე დაახლოვებით  3000 -ლარის ფარგლებში თვეში ) 

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge. 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.07.2025 

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე. 

აქვე გაცნობებთ, რომ „დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო’’ ადასტურებს, რომ თანამშრომლების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ბოლო ვადა: 05.07.2025
დაბრუნება
phone