Logo
ვაკანსიები
ხარისხის მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ხარისხის მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა: 08.04.2025

 

შ.პ.ს „დიო“ 29 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

,,დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

„დიო“ -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას

   ხარისხის მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.

ექვემდებარება:  გენერალურ დირექტორს

დაქვემდებარებაში ყავს: ხარისხის კვლევის  და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები

სამუშაო განაკვეთი: სრული


ახელფასო  ანაზღაურება:  2500 ლარი ხელზე + ბონუსი

 

ჩვენთან გელოდებათ:

 

  • 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით უზრუნველყოფა
  • წახალისების სისტემა
  • მეგობრული გუნდი
  • კომფორტული საუშაო გარემო

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  
  • ხარისხის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა/სასურველი
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა


საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვა
  • დეტალებზე ორიენტირება
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, კრეატიულობა, სტრატეგიულად აზროვნების შესაძლებლობა. პროექტების ეფექტურად მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი
  • ინიციატივის გამოვლენა, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი.

 

თქვენი ძირითადი მოვალეობებია

  • ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
  • ხარისხის კვლევის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების საქმიანობის მონიტორინგი;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • შეუსაბამობების და რეკლამაციების კონტროლი და მართვა;
  • ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა,
  •  შიდა აუდიტის წარმოება;
  • საკონტროლო აუდიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მომზადება;
  • წლიური და კვარტალური KPI-ების განსაზღვრა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად -  მათი კონტროლი/მართვა
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge . სათაურის ველში აუცილებელია  ვაკანსიის დასახელების მითითება: ხარისხის მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025  წლის  1 მაისი

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება.

შ.პ.ს ,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე   გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ  კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე:  hr@dio.ge.  მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 01.05.2025
დაბრუნება
phone