Logo
ვაკანსიები
კარ-ფანჯრის დამზადების სპეციალისტი

კარ-ფანჯრის დამზადების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 27.09.2021

შპს „დიო“  წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში.  „დიო“ დაარსებიდან 25-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.

კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს ,,დიო” აცხადებს ვაკანსიას:

პოზიცია: კარ-ფანჯრების დამზადების სპეციალისტი

ხელმძღვანელი: წარმოების ჯგუფის უფროსი

სამუშაო ადგილი: კომპანია ,,დიო”-ს  სათაო ოფისი/ქარხანა

 თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქუჩა N3

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

• 5 დღიანი  სამუშაო კვირა;

• წახალისების  სისტემა;

• ხელფასი გამომუშავებით:  1000 -1500 ლარი ხელზე ასაღები;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• საწყობიდან მასალის გამოტანა;

• კარ-ფანჯრის პროფლების დაჭრა;

• კუთხეების შედუღება შესაბამის დანადგარზე;

• არმირების და ფურნიტურების დამაგრება;

• ალუმინის კარ-ფანჯრებისა და შემინვების  დროულად აწყობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;

• სასურველია  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მეტალოპლასტმასის დამამზადებელ საამქროში;

• ხელსაწყოებთან და დანადარებთან მუშაობის და მათი ტექ. მახასიათებლების ცოდნა;

• ნახაზის წაკითხვის უნარი;

 

პიროვნული თვისებები/უნარები:

•  გუნდური მუშაობის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV    ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კარ-ფანჯრის დამზადების სპეციალისტი.

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  22 ოქტომბერი. 

მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 22.10.2021
დაბრუნება
phone