Logo
ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი თელავში

გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი თელავში

გამოქვეყნდა: 30.09.2021

შპს „დიო“  წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში.  „დიო“ დაარსებიდან 25-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.

კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ  ვაკანსიას  გაყიდვების  კონსულტანტ-ექსპერტის პოზიციაზე  თელავში.

ანგარიშვალდებულია: თელავის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან.

სამუშაო ადგილი: თელავი, ჭავჭავაძის ქ N52

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • სახელფასო სარგო: 500 ლარი ხელზე+ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები  :                                                                               

  • სატელეფონო კონსულტაციის გაწევა დამკვეთებისთვის;
  • შოურუმში მომსვლელი დამკვეთების დახვედრა, კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მართვა (მიღება, ჩანიშვნა, კალკულაციის შედგენა, დამუშავება, პროგრამაში ასახვა);
  • ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და  უშუალო  ხელმძღვანელთან  წარდგენა;
  • გაყიდვებთან დაკაშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება-გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი /პროფესიული განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  გამოცდილება;
  • უპირატესობა  მიენიჭებათ  რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეთ;
  • კომპიტერული საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოსმენის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართულად საუბრის უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV    ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტ-ექსპერტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  28 ოქტომბერი.  მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

( ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად).

"დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "დიო" ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 28.10.2021
დაბრუნება
phone