შპს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში. „დიო“ დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.
კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შპს ,,დიო” აცხადებს ვაკანსიას:
პოზიცია: ტენტების დამზადების სპეციალისტი.
ხელმძღვანელი: წარმოების ჯგუფის უფროსი.
სამუშაო ადგილი: კომპანია ,,დიო”-ს სათაო ოფისი:
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქუჩა N3
ჩვენი შემოთავაზებაა:
• 5 დღიანი სამუშაო კვირა;
• წახალისების სისტემა;
• ხელფასი გამომუშავებით: საშუალოდ 1000 ლარი თვეში ხელზე ასაღები;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მოძრავი და სტაციონარული ტენტის შეკერვა, აწყობა;
• პროდუქტის დროულად დამზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;
• სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამწყობის პოზიციაზე;
• ხელსაწყოებთან, დანადარებთან მუშაობის გამოცდილება;
• კერვა;
• ნახაზის წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
პიროვნული თვისებები/უნარები
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტენტების დამზადების სპეციალისტი;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 22 ოქტომბერი. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.
(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)
,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!