Logo
ვაკანსიები
არქიტექტურული პროექტების სპეციალისტი / პროექტების ინჟინერი

არქიტექტურული პროექტების სპეციალისტი / პროექტების ინჟინერი

გამოქვეყნდა: 16.06.2026

შ.პ.ს „დიო“ 30 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

,,დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

„დიო“ -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას

არქიტექტურული პროექტები სპეციალისტი / პროექტების ინჟინერი

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.

ექვემდებარება:  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს

სამუშაო განაკვეთი: სრული


ახელფასო  ანაზღაურება:  გამომუშავებით, ხელზე 2000 ლარი+ ბონუსი

 

ჩვენთან გელოდებათ:

  • 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით უზრუნველყოფა
  • წახალისების სისტემა
  • მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, არქიტექტურული, საინჟინრო ან მონათესავე  ტექნიკური დარგის მიმართულებით
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (EXCEL - საშუალო დონეზე)
  • პროგრამა LOGICAL (ORGADATA) ცოდნა აუცილებელია
    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია
  • AUTOCAD/ARCHICAD პროგრამების ცოდნა სასურველია
  • MBCAD/ WINTECH პროგრამების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
  • არქიტექტურული ნახაზებისა და პროექტების კითხვა

თქვენი მოვალეობებია:

  • არქიტექტურული პროექტების დამუშავება სპეციალურ პროგრამებში
  • არქიტექტურული ნახაზების გახსნა, წაკითხვა და ტექნიკურ სამსახურთან ერთად დამუშავება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
  • ექსტერიერის დეპარტამენტის სხვადასხვა პროდუქტის ტექნიკური ბარათების დამზადება წარმოებისთვის სპეციალურ პროგრამებში.
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზებისა და მცირე პროექტების შექმნა არქიტექტურულ პროგრამებში.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელურობა

 

 

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე  სათაურის hr@dio.ge ველში აუცილებელია  ვაკანსიის დასახელების მითითება: არქიტექტურული პროექტების სპეციალისტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026  წლის 15 ივლის

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება.

შ.პ.ს ,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე   გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ  კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლისა. 

შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე:  hr@dio.ge.  მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 15.07.2026
დაბრუნება
phone