Logo
ვაკანსიები
გაყიდვების / შეკვეთების მართვის სპეციალისტი (ექსტერიერის პროდუქტები)

გაყიდვების / შეკვეთების მართვის სპეციალისტი (ექსტერიერის პროდუქტები)

გამოქვეყნდა: 16.06.2026

..დიო — წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, დაარსებიდან 30- წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია, „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

        სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. ფარსადანის ქ.3
  • სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 1600 ლარი + 0.45% გაყიდვებიდან.

რას გთავაზობთდიო“:

  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისების სისტემას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირებას.

თქვენგან  მოველით:

  1. სპეციალისტის პორტფელში არსებული ექსტერიერის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის შესწავლას  და მათი გაყიდვის პროცესის სრულად წარმართვას;
  2. პოტენციურ დამკვეთებთან მუდმივ და ეფექტურ კომუნიკაციას;
  3. შეკვეთების დამუშავება, კალკულაცია/გაანგარიშებების შედგენას, დამკვეთისთვის მიწოდებასა და შიდა აღრიცხვის სისტემაში ინფორმაციის შეტანას;
  4. შემდგომი წარმოებისა და მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას;
  5. დამკვეთისთვის ინვოისების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და მათთან შეთანხმებას.

თქვენი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული / ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Word, Excel, Outlook, 1C;
  • ნახაზის კითხვისა და აღქმის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

 განაცხადის შემოტანის წესი:

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ან მობილურის ნომერზე.
  • კანდიდატებს მოგიწვევთ სათავო ოფისში გასაუბრებაზე, სადაც ასევე შემოწმდება თქვენი პროფესიული უნარები.
  • შ.პ.ს „დიო“ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას. კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 10.07.2026
დაბრუნება
phone