Logo
ვაკანსიები
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 11.11.2025

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

კომპანიის შესახებ

შ.პ.ს „დიო“ 29 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. „დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. კომპანია მუდმივად ისწრაფვის მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. „დიო“-ში 2004 წლიდან ISO 9001 -ის ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.

ძირითადი ინფორმაცია

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. (სათავო ოფისი).
  • ექვემდებარება: ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს/გენერალურ დირექტორს.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული. 09:30-18:00
  • შრომის ანაზღაურება:  1 500 ლარი  (ხელზე ასაღები)  პირველი სამუშაო  თვე - აღნიშნული თანხის 70 % 

ჩვენთან გელოდებათ:

  • 5 დღიანი სამუშაო კვირა.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ტრანსპორტირება (ნაწილობრივად)
  • კვებით უზრუნველყოფა.
  • წახალისების სისტემა.
  • მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი განათლება/ პროფესიული განათლება.
  • სერტიფიკატი: სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი / დიპლომი.
  • გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
  • ტექნიკური ცოდნა: მანქანა- დანადგარების  და ხელსაწყოების მუშაობის ტექნიკური  რეგლამენტების და პრინციპის ცოდნა.
  • სამართლებრივი ცოდნა: შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • IT: Microsoft Office კომპიუტერის პროგრამების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, დეტალებზე ორიენტირება.
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატივის გამოვლენა.
  • დროის ეფექტურად მართვა, პროექტების მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი.
  • კომუნიკაციის უნარი, მოქნილობა, სტრატეგიულად აზროვნების შესაძლებლობა.

 

ძირითადი მოვალეობები

საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების კონტროლი:

  • სპეციფიკურ სამუშაოებთან, პერსონალთან და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და კანონმდებლობით დადგენილი ფორმით რისკების შეფასება ( ობიექტებზე , რეგიონებში, ოფისსა და საწარმოში).
  • სამუშაო სივრცეში რისკების შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება პროცესში ჩართული პირებისთვის.
  • დადგენილი პერიოდულობით  რისკების გადახედვა და დოკუმენტირება.

უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადების მართვა:

  • სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება.

სწავლება და ინსტრუქტაჟი:

  • თანამშრომლებისთვის პირველადი, სავალდებულო და განმეორებითი სწავლებების/ინსტრუქტაჟების ჩატარება წლიური გეგმის შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორებისთვის, ვიზიტორებისთვის და სხვა პირებისთვის სწავლებების ჩატარება.
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების კონტროლი
  • კომპანიის პერსონალის ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების განსაზღვრა,  უზრუნველყოფა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი.

პირველადი დახმარებისთვის მზადყოფნა :

  • სამუშაო სივრცისთვის და ავტოტრანსპორტისთვის პირველადი დახმარების ყუთების  რაოდენობის და  შემადგენლობის განსაზღვრა, რაოდენობის  პერიოდული კონტროლი,  შესყიდვის ორგანიზება.

დოკუმენტაციის და შესაბამისობის უზრუნველყოფა:

  • კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პროცედურების, ინსტრუქციების და სახელმძღვანელოების მომზადება და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის პერიოდული გადახედვა.
  • ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტების (მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოების, ) უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება და მისი დოკუმენტირება.

სახანძრო უსაფრთხოება და მონიტორინგი:

  • საევაკუაციო გეგმებისა და შესაბამისი ნიშნების თვალსაჩინოებების არსებობის უზრუნველყოფა.
  • სამუშაო სივრცეში და ავტომობილებში სახანძრო უსაფრთხოების ცეცხლმაქრების შემოწმება და მოვლა-პატრონობა.
  • განგაშის სიმულაციის წარმოება დადგენილი პერიოდულობით.

დამატებითი კონტროლი:

  • "ალკოჰოლის და ფსიქო აქტიური ნივთიერებების შესახებ პოლიტიკის" დაცვის კონტროლი და ალკო- ტესტირების ჩატარება.
  • გარე სამუშაოების (მონტაჟი/აზომვები) და პერსონალის მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი.
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, სტანდარტიზაციის და სხვ.) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მეთვალყურეობა 
  •  
  •  

ვაკანსია აქტიურია : 3 დეკემბრის ჩათვლით

განაცხადის ფორმა : ადამიანური რესურსების მართვის სისტემა 

დიო გისურვებთ წარმატებებს! 

ბოლო ვადა: 03.12.2025
დაბრუნება
phone