Logo
ვაკანსიები
სარეკლამო პროექტების სპეციალისტი

სარეკლამო პროექტების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 01.03.2018

შ.პ.ს „დიო“  წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსესებიდან 22-ე  წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე  ლიდერად.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.   იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

"დიო’’-ს  ინოვაციური   მარკეტინგის   გუნდში   ვეძებთ  სარეკლამო პროექტების სპეციალისტს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მარკეტინგის მენეჯერის წინაშე და იმუშავებს „დიო“-ს სათავო ოფისში: დ. აღმაშნებლის ხეივანი , მე-12, ფარსადანის ქ 3.

 

ვის ვეძებთ? ენერგიულ, შემოქმედებით და კომუნიკაბელურ კანდიდატს,რომლის მოვალეობა იქნება სარეკლამო/საკომუნიაციო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება, კონკურენტული გარემოს შესწავლა. კვლევების წარმოება და ანალიზი.

თქვენ დაგევალებათ:

  • ,,დიო’’-ს პროდუქციის სარეკლამო სტრატეგიის  დაგეგმვა;
  • რეკლამის შედეგების გაანალიზება
  • ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებში „დიოს“ მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • სარეკლამო ბიუჯეტის მართვა
  • გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • კონკურენტ კომპანიების არსებული მარკეტინგული აქტივობების კვლევა, შედარება და ანალიზი;
  • მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
  • უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე. 
  • სხვა მოვალეობების შესრულება წარმოშობილი გარემოებების, გამოწვევების და დავალებების შესაბამისად.

 

თუ გაქვთ:

** უმაღლესი განათლება PR/ მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე;

** ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა;

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


კარგი იქნება:

** იყოთ სხარტი და ენამოსწრებული;

** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი;

** იმუშავოთ გუნდში მეგობრულად;
** შეძლოთ კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავება.

 

დიო გთავაზობთ :

  • თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისების სისტემას; 
  • ნაწილობრივი ტრანსპორტირებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

 


ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

გაითვალისწინეთ, რომ  განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018  წლის 31 მარტი.

 

გთხოვთ იყოთ ყურადღებით:  შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/ მობ. ნომერზე.  მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გაცნობებთ,  რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 31.03.2018
დაბრუნება
phone