შეკვეთების მართვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა:
28.03.2018
შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
დიო გთავაზობთ :
- თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისების სისტემას;
- ნაწილობრივ ტრანსპორტირებას;
- კვებით უზრუნველყოფას;
ჩვენი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
- მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
- ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
თქვენი მოვალეობებია:
- დიო-ში წარმოებული ყველა პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების და შესაბამისი პროგრამების შესწავლა.
- დიო- ში წარმოებული ყველა პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, შესაბამისი პროგრამების ფლობა.
- შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალების შედგენა და აზომვების სპეციალისტისთვის გადაცემა.
- დამტკიცებული შეკვეთების დამუშავება, კალკულაცია/გაანგარიშებების შედგენა, აზომვების სპეციალისტის მიერ შედგენილი კალკულაცია/გაანგარიშებების გადამოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და დამკვეთის შეტყობინება.
- შეკვეთის კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა, წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოებაში გადაგზავნის უზრუნველყოფა.
- გრძელვადიანი სამონტაჟო სამუშაოების განრიგის შედგენა, შესრულების ვადების მონიტორინგი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 აპრილი.
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/ მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.
აქვე გიდასტურებთ, რომ:
კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ვანიჭებთ.
ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო ვადა:
15.04.2018
დაბრუნება