შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას.
თანამდებობა: შიდა აუდიტის სპეციალისტი
ხელმძღვანელი: ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.
სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენი შემოთავაზებაა:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შიდა აუდიტის სპეციალისტი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 6 ივნისი. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)
,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!