Logo
ვაკანსიები
ბუღალტერი

ბუღალტერი

გამოქვეყნდა: 07.06.2021

შ.პ.ს „დიო“  წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში.  „დიო“ დაარსესებიდან 25-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) აქვს წარმომადგენლობები.

კომპანია ,,დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია ,,დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

შ.პ.ს ,,დიო” აცხადებს ვაკანსიას

პოზიცია: ბუღალტერი

ხელმძღვანელი: ფინანსური დირექტორი

სამუშაო ადგილი: კომპანია ,,დიოს” სათაო ოფისი; თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქუჩა N3

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები;
  • სახელფასო სარგო: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები);

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება: შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;.
  • გაყიდვების და შესყიდვების დოკუმენტაციის ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვების აქტების გაფორმება, შენახვა, დაარქივება;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/პროფესიული განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Outlook, MS Excel, MS Word);
  • სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV    ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  30 ივნისი.  მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

( ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.06.2021
დაბრუნება
phone