შ.პ.ს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 25-ე წელს ითვლის.
კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას: წარმოების მენეჯერის მოადგილე.
სამუშაო ადგილი: შპს დიო"-ს სათავი ოფისი/ წარმოება. თბილისი, ფარსადანის ქ N3
ჩვენი შემოთავაზებაა:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
** სახელფასო სარგო: ფიქსირებული 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი.
ჩვენი მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება. სასურველია ტექნიკური (არქიტექტურა, საინჟინრო, წარმოება) მიმართულებით;
** პერსონალთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
** გამართული საუბარი ქართულად;
** კარგად განვითარებული მათემატიკური უნარები;
** პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** სასურველია წარმოებაში, და/ან სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების, ალუმინის სისტემების სფეროში გამოცდილება გაგაჩნიათ;
ასევე ფლობთ რუსულ ენას სასაუბრო დონეზე.
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
** კარ-ფანჯრების, შემინვის სისტემების, საჩრდილობელი სისტემებისა და ალუმინის სისტემების წარმოების ჯგუფების შესრულების მართვა/მონიტორინგი;
** საწარმოო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;
** ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობა საწარმოო საკითხებთან მიმართებაში;
** პასუხისმგებლობის აღება შეკვეთების დროულად გადაცემასა და დამზადებაზე (საწარმო არაპირდაპირად ემსახურება თითოეულ დამკვეთს);
** საწარმოო სიმძლავრეებისა და ათვისების პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა (ყოველ თვე და წლის ბოლოს მთლიანად);
** სახანძრო უსაფრთხოება (მონიტორინგი);
** მზა პროდუქციის პერიოდული შემოწმება;
** წარმოებული პროდუქტის აღრიცხვა;
** წლის ბოლოს, ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ფუნქციების პირნათლად შესრულება, დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით;
თქვენ შეისწავლით:
** "დიო"-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. გაეცნობით "დიო"-ს წარმოების პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.
** სწავლებას გაივლით თბილისში, "დიო"-ს სათავო ოფისში, წარმოების დეპარტამენტში.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ხელმძღვანელის მოადგილე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 აგვისტო.
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო გასაუბრება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.
(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)
აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "დიო" ადასტურებს, რომ შერჩევისას და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!