Logo
ვაკანსიები
შოურუმის გაყიდვების ექსპერტი

შოურუმის გაყიდვების ექსპერტი

გამოქვეყნდა: 12.04.2022

შპს „დიო“ დაფუძნდა 1996 წელს. დღეს ის წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

დაარსების დღიდან დღემდე ,,დიო,, აქტიურად განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი, სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს „დიო“ აცხადებს მიღებას შოურუმის გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი:  „დიო“-ს სათავო ოფისი- დავით აღმაშნებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N3

ჩვენი შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

 

ჩვენი მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • რუსული/ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირეტესად;

 

თქვენ შეისწავლით:

  • „დიო“-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს .
  • გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს.
  • კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ,როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
  • შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით შენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge . სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: შოურუმის გაყიდვების ექსპერტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 5 მაისი

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად).

შპს "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე. თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: jobs@dio.ge მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 05.05.2022
დაბრუნება
phone