Logo
ვაკანსიები
იმპორტის სპეციალისტი

იმპორტის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 14.03.2022

შპს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში.

 „დიო“ დაარსებიდან 26-ე  წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

“დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

შპს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას : იმპორტის სპეციალისტი

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3 . (სათაო ოფისი)

ექვემდებარება  იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; (უპირატესობა  მიენიჭებათ დამატებით რუსულის, თურქულის ან სხვა ევროპული ენის მცოდნეთ.)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, Word, Outlook);
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • სასურველია ა/მანქანის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • იმპორტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მომწოდებელთან და სატრანსპორტო კომპანიებთან  საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება;
  • შეკვეთის მომზადება და მომწოდებლისთვის გადაცემა;
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელება;
  • მომწოდებელთან ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება- შეფასება;

 

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge.

სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: იმპორტის სპეციალისტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 აპრილი. 

 

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად).

შპს ,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ  კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@dio.ge. 

მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

ბოლო ვადა: 11.04.2022
დაბრუნება
phone