შპს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.
„დიო“ დაარსებიდან 26-ე წელს ითვლის.
სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
“დიო“-ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
„დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას - პროექტების ტექნიკურად დამუშავების სპეციალისტი (ალუმინის კარ-ფანჯრები)
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. (სათაო ოფისი)
ექვემდებარება ტექნიკური სამსახურის უფროსს
ჩვენი შემოთავაზებაა:
ჩვენი მოთხოვნებია:
თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge
სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: პროექტების ტექნიკურად დამუშავების სპეციალისტი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 აპრილი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად).
შპს ,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.
თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dio.ge.
მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.
გისურვებთ წარმატებებს!