16-19 მაისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2017 გაიმართა. 11-ე პავილიონში კომპანია"დიო"-მ ყველასთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად, ახალი ექსკლუზიური პროდუქტები წარმოადგინა.
" ,,დიო’’ ყოველწლიურად მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებს, რადგან ვთვლით გამოფენა ერთ-ერთი ინფორმაციისა და პროდუქციის გაცვლის საუკეთესო ასპარეზია, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს ქმნის.’’ - განაცხადა ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა.
„დიო“–ს საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა–დანადგარებით, რაც შესაძლებლობას იძლევა ვაწარმოოთ მრავალი სახის პროდუქტი, სწრაფად ეფექტურად და ხარისხიანად.