Logo
სიახლეები
მედია
„ჩვენთან_ერთად_და_არა_ჩვენთვის“ – „დიო“ ჭრელი წინდების კამპანიას ტრადიციულად უერთდება!

„ჩვენთან_ერთად_და_არა_ჩვენთვის“ – „დიო“ ჭრელი წინდების კამპანიას ტრადიციულად უერთდება!

„ჩვენთან_ერთად_და_არა_ჩვენთვის“ – „დიო“ ჭრელი წინდების კამპანიას ტრადიციულად უერთდება!

დღეს 21 მარტია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე კი მეთორმეტედ აღინიშნება, კომპანია „დიო“ #ჭრელიწინდების კამპანიას კვლავ სიამოვნებით უერთდება.

„წელსაც, ისევე როგორც წინა წელს დღევანდელი დღისადმი ჩვენი მხარდაჭერა სიმბოლურად გამოვსახეთ. ვფიქრობთ მსგავსი აქტივობებით პატარ-პატარა ნაბიჯებს ვდგამთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის.

წლევანდელი გზავნილი - #ჩვენთან_ერთად_და_არა_ჩვენთვის  განსაკუთრებული და საგულისხმოა. მოხარულნი ვართ, რომ „დიო“-ში თითქმის ყველა თანამშრომელი აღნიშნული გზავნილის ქვეშ გავერთიანდით, მოვხატეთ წინდის ფორმები, კომპანიის შოურუმში  ამ დღისთვის სპეციალურად დამზადებული ჩარჩო გავაფორმეთ, სრული ენთუზიაზმითა და ხალისით გავატარეთ დღევანდელი სამუშაო დღე.

გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა დაუნის მქონე პირთა მხარდასაჭერად საკუთარი წვლილი შევიტანოთ.“ -აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-მ  „სოციალური საწარმო ბაბალესგან“ ქოლგიანი წინდები შეიძინა, რომელთა ინსპირაცია დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა ყმაწვილის, ლექსო ფოდიაშვილის ნახატები იყო.

21
მარ
2023
phone