კომპანია „დიო“-მ 14-16 მარტს ბათუმში გამართულ რიგით მე-11 სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა - "Batumi Build 2022"- ში მონაწილეობა მიიღო.
კომპანიამ პროდუქციის ნიმუშების ნაწილი წარადგინა, ამავდროულად „დიო“-ს წარმომადგენლემა გამოფენის ვიზიტორებს სიახლეები და საჭირო ინფორმაცია გაუზიარეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, რადგან სამშენებლო გამოფენა ინფორმაციისა და პროდუქციის გაცნობის საუკეთესო ასპარეზია, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ბათუმი და ზღვისპირა რეგიონის სამშენებლო სფერო მზარდად განვითარებადია. ვფიქრობთ, საინტერესოა ადგილობრივებისთვის, ხარისხიან პროდუქციასთან ერთად ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიიღება. დაინტერესებულ მომხმარებელს ,,დიო’’-ს ბათუმის შოუ რუმში (ვახტანგ გორგასალის 128/134-ში) 70-ზე მეტი დასახელების ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტის ნახვის შესძლებლობა აქვს.
ნებისმიერი სიახლე, მომხმარებელთა ნდობა, 26 წლიანი გამოცდილება, მიმდინარე თუ უკვე განხორციელებული პროექტი ჩვენ სტიმულს გვაძლევს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი სიახლე, ინოვაციური პროდუქცია და მაღალი სტანდარტით მომსახურება შევთავაზოთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, ღონისძიება „ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC)“ -ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს.