,,დიო’’-მ კომპანია ,,ბენე ექსკლუზივს’’, რომელიც პრემიუმ კლასის ავტომანქანებით მომსახურების სერვისს წარმოადგენს - ავტომობილებისთვის სალონის საიზოლაციო ტიხარი დაუმზადა. ,,დიო’’-ს გამჭვირვალე ტიხარი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადაცემისგან, როგორც მგზავრს ისე მძღოლს მაქსიმალურად იცავს. ახლა უკვე ,,ბენე ექსკლუზივის’’ ავტობუსებით, სამარშუტო ტაქსებით, მინივენითა და მსუბუქი ავტომობილებით უსაფრთხოდ შეგიძლიათ იმგზავროთ.
,,თითქმის ყველა სახეობის ავტომობილს წარმატებით მოვარგეთ სალონის ტიხარი. მისი მონტაჟი - დემონტაჟი სალონის დაუზიანებლად რამდენიმე მოქმედებითაა შესაძლებელი. მრავალჯერადი მოხმარების ტიხარის დეზინფეცია მარტივად ხდება და მძღოლის სავარძლის რეგულირებას ხელს არ უშლის. საერთო ძალისხმევითა და გუნდური მუშაობით ,,დიო’’-ში ახალი პროდუქტების იდეა გაჩნდა, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის სწორედ იმ საჭირობებიდან შეიქმნა, რომელიც კოვიდ 19-ით არის ნაკარნახევი. ერთ-ერთი პერსპექტიული პროდუქტია ავტომობილის სალონის ტიხარი, რის გაუმჯობესებაზე კვლავ ვზრუნავთ. მსგავსი თანამშრომლობლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდნადაც ამ რთულ პერიოდში ჩენი პროდუქტის გამოყენებით ,,ბენე ექსკლუზივის“ მძღოლებსა და მგზავრებს უსაფრთხო მგზავრობის პრივილეგია ეძლევათ. რაც უფრო მეტი კომპანია იზრუნებს მომხმარებელსა და თანამშრომელზე, გადაადგილება მით უფრო უსაფრთხო იქნება. - აღნიშნავენ კომპანია ,,დიო’’-ში.
,,ბენე ექსკლუზივი’’ დღეს სტრატეგიული თანამშრომლების გადაყვანს უზრუნველყოფს, როგორებიცაა: კლინიკებისა და საავადმყოფოების ექიმები, საფინანსო ორგანიზაციები, სხვადასხვა კერძო თუ სახლემწიფო სექტორის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც მაღალ რისკიანია. ამიტომ დამატებითი უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთი პირველი იყო ,,ბენე ექსკლუზივი’’ ვინც, როგორც მიკრო ავტობუსებში, ასევე მინივენისა და სედანის ტიპის ავტომობილებში სალონის ტიხარი მძღოლსა და მგზავრს შორის დაამონტაჟა.
უსაფრთხოება მნიშნელოვანია ნებისმიერ დროს, თუმცა პანდემიამ მას უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა, ავტომობილის სალონის ტიხარი კი მგზავრსა და მძღოლს პირდაპირი კონტაქტისგან იცავს.