კომპანია „დიო“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში რიგით მესამე დასაქმების ფორუმს შეუერთდა. ღონისძიების მიზანი სტუდენტების, მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულების, მსმენელთა და შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულ პირთა დამსაქმებლებთან დაკავშირება გახლდათ.
ღონისძიება საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით - დუალური პროფესიული განათლების გარშემო დისკუსიის ფარგლებში ჩატარდა.
„ჩვენ მუდმივად ვიღებთ სხვადასხვა დასაქმების ფორუმში მონაწილეობას, ვინაიდან სამუშაო ადგილის მაძიებლებისა და სტუდენტების დასაქმება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია. ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათ განვითარებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ხელს უწყობს. ფორუმი საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით კომპანიაში მიმდინარე ვაკანსიები, საკადრო საჭიროებები და სტაჟირების პროგრამები, ასევე მათგან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მრავალი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, „დიო“-ში 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული.
26 წლიანი გამოცდილების მანძილზე კომპანია ეტაპობრივად იზრდება და ვითარდება, რაც ახალი კადრების დასაქმებასა და მათ პროფესიულ წინსვლას ხელს უწყობს.
„დიო“-ში თანამშრომლებს შორის მუმდივად მიმდინარეობს ცოდნის, საინტერესო გამოცდილებებისა და სიახლეების გაზიარება, სწორედ ამიტომ ყოველი ახალი თანამშრომლისთვის „დიო“ მნიშვნელოვანი, პროფესიული განვითარების ადგილად იქცევა.