Logo
სიახლეები
მედია
„დიო“ -მ ადაპტირება და გამოწვევის ღირსეული გამკლავება შეძლო

„დიო“ -მ ადაპტირება და გამოწვევის ღირსეული გამკლავება შეძლო

    მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნეს სუბიექტებს ოპერირება განსაკუთრებულ რეჟიმში მოუწია. კომპანია „დიო“-მ მენეჯმენტის ოპერატიული გადაწყვეტილებებით (შეიქმნა ოპერატიული შტაბი აღმასრულებელი დირექტორის  თამაზ დაუშვილის ხელმძღვანელობით) შეძლო გამკლავებოდა სირთულეს , და უფრო მეტიც მომხმარებელს ახალი პროდუქტებიც შესთავაზა, (ინიციატორი და იდეის ავტორი გენერალური დირექტორი-ირმა დაუშვილია) როგორებიცაა: ავტომობილების სალონში სივრცის გამყოფი გამჭვირვალე ტიხარი, ულტრაგამჭვირვალე ფირის ტიხარი - ოფისებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისათვის, ორგმინის ტიხარი და მინის ტიხარი, რომლებიც მნიშვნელოვნად აუცილებელია ყველა ტიპის სამუშაო სივრცეში იქნება ეს ბანკები, აფთიაქები, სალაროები თუ ოფისები, რათა ინფიცირების რისკი შემცირდეს.

   დიო-ს ოპერატიულმა შტაბმა მყისიერად მოახდინა  რეაგირება  საგანგებო რეგულაციებზე, ჩატარდა შიდა შეხვედრები, გადანაწილდა მოვალეობები  და სათანადო სამოქმედო გეგმა განისაზღვრა. კომპანიის პერსონალს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი. რეგულარულად ტარდება საოფისე, საწარმოო, სასაწყობო სივრცეებისა და კუთვნილი ავტო-ტრანსპორტის დეზინფექცია. შენობის შიდა სივრცეში განთავსდა საინფორმაციო შინაარსის პოსტერები, სადეზინფექციო დოზატორები, ხსნარები. ვირუსის თავიდან ასაცილებლად  ყველა აუცილებელი მოთხოვნები მკაცრად იქნა შემუშავებული და დაცული. სრულ ტერიტორიაზე განისაზღვრა 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის სავალდებულო დაცვა. თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წევრები მომხმარებლებს სპეციალური ეკიპირებითა და უსაფრთხოების უკლებლივ ყველა ნორმის გათვალისწინებით ემსახურებიან. კომპანიაში ფუნქციონირებს ქმედითი მონიტორინგის სისტემა ზემოთ აღნიშნული პროცესების მუდმივი კონტროლის წარმოებისთვის.

  „უსაფრთხო სამუშაო გარემო, თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მომხმარებლისათვის საიმედო და უსაფრთხო მომსახურება, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმისათვის რომ კომპანიამ შეძლოს გამართული, კვალიფიციური და წარმატებული საქმიანობა! „ - აღნიშნავს კომპანია „დიო-ს მემეჯმენტი.

„დიო“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უპირობოდ ლიდერი კომპანიაა,უმაღლესი ხარისხი და მუდმივად მომხმარებლებზე ზრუნვა - ეს არის კომპანიის განაცხადი, ბაზარზე კი ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ამავდროულად კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია, რაზეც ბევრი ფაქტორი მიუთითებს.

25
მაი
2020
phone