2024 წლის აპრილში ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ინიციატივით, საქართველოს ესტუმრნენ ესტონელი ბიზნეს ქალების („BPW Estonia”) დელეგაციის წევრები. ჩატარდა ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი, სადაც იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა და ქალების წინაშე არსებული პრობლემები საქართველოსა და ესტონეთში, ასევე, განიხილეს ქვეყნებში არსებული საინვესტიციო გარემო, სტარტაპ-ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ეწვივნენ კომპანია „დიო“-ს, სადაც გაეცნენ კომპანიის დაარსების ისტორიას, პროდუქციას, დაათვალიერეს „დიო“-ს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე და გამოთქვეს სურვილი შემდგომში თანამშრომლობის.
აღსანიშნია, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები საშუალებას იძლევა უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შემდგომში თანამშრომლობის მიზნით. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარება გვეხმარება დავძლიოთ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები.