Logo
სიახლეები
მედია
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადება დაიწყო!

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადება დაიწყო!

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადება დაიწყო!

„დიო“ განაგრძობს აქტიურ ჩართულობას CSR პროექტებში. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან პარტნიორობა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის პროფესიონალები შეასწავლიან დაინტერესებულ პირებს არაერთ საინტერესო პროფესიას. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ „დიო“-ს მიერ მოწყობილი სასწავლო ოთახით, სადაც შეხვდებიან ინტერიერისა თუ ექსტერიერის პროდუქტის ნიმუშებს და გაეცნობიან მათ შესახებ ინფორმაციას.

 

ამჟამად მიმდინარეობს კურსი - „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟი“, რომლის ფარგლებშიც, „დიო“-ს გამოცდილი კადრები - რეგიონალური და სადილერო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი ბუხიაშვილი, ექსტერიერის პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩიხლაძე, აზომვების ექსპერტი კახაბერ ყარსიმაშვილი და სამონტაჟო ჯგუფის უფროსი დავით ალადაშვილი 3 თვის განმავლობაში გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში შეასწავლიან სტუდენტებს მონტაჟისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ესტუმრებიან „დიო“-ს საწარმოს, სადაც დააკვირდებიან იმ პროცესებს, რომელსაც გადის პროდუქცია შეკვეთის მიღებიდან მის მონტაჟამდე. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ „დიო“-ს საწარმოში.

 

„აღნიშნული პარტნიორობის მიზანია ხელი შევუწყოთ პროფესიული განათლების პოპულარიზებას, რომელიც სამომავლოდ არაერთ ადამიანს დაეხმარება გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს მაღალანაზღაურებად სამსახურში.“ - აცხადებენ „დიო“-ში

 

სამომავლოდ საინტერესო და ნაყოფიერი პროექტები იგეგმება გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შესახებ ინფორმაციაც პერიოდულად განთავსდება „დიო“-ს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში.

02
თებ
2024
phone