Logo
სიახლეები
მედია
„ბიზნესი ხალხისთვის და ბიზნესი, როგორც პერსონა„- ირმა დაუშვილი ღონისძიების მონაწილეა!

„ბიზნესი ხალხისთვის და ბიზნესი, როგორც პერსონა„- ირმა დაუშვილი ღონისძიების მონაწილეა!

„ბიზნესი ხალხისთვის და ბიზნესი, როგორც პერსონა„- ირმა დაუშვილი ღონისძიების მონაწილეა!

21 იანვარს უნივერსიტეტ ალტერბრიჯში საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება - „ბიზნესი, როგორც მასა და man“ გაიმართა. კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ირმა დაუშვილმა შეხვედრაზე მონაწილეებს საინტერესო, სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა, დეტალურად ისაუბრა ბიზნესის, როგორც ადამიანის ფიზიკური და მენტალური განვითარების შესახებ.

 

„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარება. ნებისმიერი ბიზნეს იდეას მონდომება და ინსპირაცია სჭირდება. მთავარია სწორი დროისა და ვითარების შერჩევა, შედეგის გაანალიზება და გამბედავი ნაბიჯების გადადგმა. საბოლოო ჯამში კი საქმიანობა, რომელსაც შევარჩევთ ძალისხმევასა და გეგმაზომიერ მუშაობას საჭიროებს.“ -აცხადებს ირმა დაუშვილი.

 

შეგახსენებთ, ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვლევის ანალიზი, სხვადასხვა პროექტების შექმნის მიზნები და მოტივები,გამოწვევები ბიზნესის სფეროში, პიროვნული თვისებები რაც ბრენდის წარმატების საწინდარია.

21
იან
2024
phone