‘’დიო’’-ს 28 სექტემბერს კომპანია " სოუდალი"-ს წარმომადგენენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ‘’დიო’’-ს თანამშრომლებს კარ-ფანჯრის მონტაჟის იზოლაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. პრეზენტაციას საქართველოში კომპანია " სოუდალი"-ს ოფიციალური წარმომადგენლის შპს ‘’პოლიპრომის“ თანამშრომლები: ნიკოლოზ ბერიძე და არტემ რასსოხინი გაუძღვნენ.
" სოუდალი" არის ბელგიური კომპანია, რომელიც ‘’დიო’’-ს კარ-ფანჯრის იზოლაციის ინოვაციურ სისტემას სთავაზობს, რომელიც სამონტაჟო ქაფისა და სპეციალური შიდა და გარე ლენტების მეშვეობით ფანჯრების თბილ მონტაჟს გულისხმობს. ამის საშუალებით ‘’დიო’’-ს კარ-ფანჯარა მაქსიმალურ თბოიზოლაციას ინარჩუნებს.
‘’დიო’’ " სოუდალ"-თან დიდი ხანია თანამშრომლობს, რათა მომხარებლისთვის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა დაამზადოს.