კომპანია „დიო“-მ 12 ივლისს სასტუმრო „ბილტმორში“ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობა სიამოვნებით მიიღო და პროფესიული განათლების მქონე, სამუშაო მაძიებლებისთვის დასაქმების ხელშეწყობაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
„ჩვენ გავესაუბრეთ და პირისპირ გავიცანით ადამიანები, რომლებიც ეძებენ სამუშაო ადგილს, ჩავინიშნეთ მათი მონაცემები, ასევე გავაცანით ჩვენს კომპანიაში მუშაობის პრინციპიები, ზოგადი შიდა კულტურა, ფასეულობები და დასაქმებულთა სამომავლო განვითარების პერსპექტივები. მოგეხსენებათ 26 წელია კომპანია „დიო“ ბაზაზრე ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კი სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევქმენით და კვლავ ყოველდღიურად ვქმნით სამუშაო გარემოს, რომელიც კომფორტული, ღირსეული და საინტერესო იქნება თითოეული დასაქმებულისთვის. ღონისძიებაზე მყოფ კანდიდატებთან კომუნიკაციას კი განვაგრძობთ და ორივე მხარის დაინტერესების შემთხვევაში სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.“ -აცხადებს კომპანია „დიო“-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ქუტიძე.
შეგახსენებთ, ღონისძიება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა კი 80-ზე მეტმა კერძო კომპანიამ, სასტუმრო, სარესტორნო, სამშენებლო, საბანკო და სხვა სფეროებიდან 1000-ზე მეტი წარმოდგენილი ვაკანსიით მიიღო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო თუ სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები, კოლეჯის პარტნიორი და არაპარტნიორი კომპანიები.