Logo
სიახლეები
მედია
„დიო“-ში ახალი პროდუქტი - იტალიური წარმოების ინფრაწითელი გამათბობელია!

„დიო“-ში ახალი პროდუქტი - იტალიური წარმოების ინფრაწითელი გამათბობელია!

„დიო“-ში კვლავ სიახლეებია, კომპანია მომხმარებელს ზამთრის სუსხიანი დღეებში ღია სივრცეში მაქსიმალურად მოსახერხებელ პროდუქტს - იტალიური წარმოების Heliosa-ს ბრენდის ინფრაწითელ გამათბობელს სთავაზობს.

პროდუქტი ცივ ამინდში განსაკუთრებულად ეფექტურია, იდეალურია დახურული, ან ნახევრად დახურული სივრცეებისთვის. (მაგ: ვერანდა, ტერასა, აივანი, კომერციული ობიექტები და ა.შ.) დამონტაჟება შესაძლებელია: ქოლგის, პერგოლის, ტენტის ქვეშ, ასევე ნებისმიერ მყარ სადგამსა და კედელზე.

„როგორც იცით „დიო“-ს გუნდი მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს ახალი, ინოვაციური, ევროპული წარმოების პროდუქტი შევთავაზოთ, ის რაც მათ მართლაც სჭირდებათ და მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს თურქულ შედარებით ბიუჯეტურ მოდელთან ერთად ახლა უკვე  იტალიური წარმოების Heliosa-ს ბრენდის ინფრაწითელი გამათბობელიც დავამატეთ. პროდუქტი ძალიან ხარისხიანი და გამძლეა, ევროპული ხარისხი, მაღალი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით დამზადება კი ექსპლოატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს, რაც ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი ბენეფიტია.  ვფიქრობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის ეს სასიამოვნო სიახლეა და ინფრაწითელ გამათბობელს საკმაოდ პრაქტიკულად გამოიყენებენ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

პროდუქტი გამოყენების თვალსაზრისითაც ძალიან პრაქტიკულია, იმართება როგორც მექანიკურად, ასევე ავტომატურად - პულტისა და დისტანციური მართვის გადამრთველის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ინფრაწითელი გამათბობელი გაზის გამათბობელზე 50% -ით უფრო ეკონომიურია. სითბური სხივების მისაღებად არ არის საჭირო გამათბობელი დიდი ხნის ჩართული იყოს, სითბო იგრძნობა ჩართვიდან რამდენიმე წამში ამინდის მიუხედავად. ინფრაწითელი გამათბობელი აქტიურად გამოიყენება გარე გაყიდვის წერტილებში.

ის ეკოლოგიურად სუფთა სითბურ ენერგიას ასხივებს და მისი გამოყენების შემთხვევაში ჰაერის ტენიანობა უცვლელი რჩება, ათბობს სხეულსა და იმ ობიექტის ზედაპირებს, რომლებიც მისი გამოსხივების არეალში ხვდება.

30
იან
2023
phone