საქართველოში იშვიათად შევხვდებით ისეთ ოჯახურ ბიზნესს, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ფუნქციონირებს და წლების განმავლობაში იკავებს ლიდერის პოზიციას სამშენებლო პროდუქციის ინდუსტრიაში. კომპანია “დიო” 1996 წელს დაფუძნდა და მისი წარმატების ისტორია უკვე ორ ათეულ წელს გასცდა. კომპანიის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ კომპანიის ფინანსურ დირექტორს, თამარ დაუშვილს.
კომპანიის 22 წლის ისტორია
კომპანია “დიო” – ს სამი დამფუძნებელი ჰყავს, ირმა დაუშვილი, თამაზ დაუშვილი და მე, თამარ დაუშვილი. ეს ოჯახური ბიზნესია და ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობაც ამ ტენდენციით არის გაჯერებული. დიო 22 წლისაა და ჩემი ფუნქციაც კომპანიაში სხვადასხვა პერიოდში განხვავებული იყო, თითქმის ყველა საფეხური გავიარეთ დამფუძნებლებმა, არც ერთი პოზიცია არ არის გამოუცდელი და უცხო ჩვენთვის, დღეს მე ფინანსური დირექტორი ვარ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია, დატვირთული განრიგი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი – ძალიან სასიამოვნო გარემოში და სასიამოვნო ადამიანებთან ერთად.” ,,დიო’’-ს ყველა თანამშრომელი განსაკუთრებული და მოტივირებულია, ამიტომ სასიამოვნოა ჩემი საქმიანობა გუნდთან ერთად.
კომპანიის მიზანი და ღირებულება
კომპანია ვითარდება ევროპული სტანტარტების შესაბამისად (დიდი ძალისხმევა ჩავდეთ დამფუძნებლებმა ამ მიმართულებით), ორიენტილებულია ხარისხზე, როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების. როგორც ყველა განვითარებული, წარმატებისაკენ მიმავალი კომპანია, ჩვენთვისაც მომხმარებლის კმაყოფილება არის მნიშვნელოვანი. კომპანია დიდი ხანია ჩაერთო ხარისხის სისტემის დანერგვაში ISO 9001:2008 და ISO 9001:2015 დანერგილიც გვაქვს, ამ კუთხით ყოველწლიური მონიტორინგი ტარდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
ჩვენი მიზანია, კომპანია ფუნქციონირებდეს გამართული მენეჯერული სისტემით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით და ხარისხიანი პროდუქტით. ეს მოითხოვს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს. ჩვენი მიზანი და სწრაფვაა „დიო“ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია და ბრენდი.
გასული წლის შეფასება კომპანიისთვის
კონკრეტულად ერთი წლის შეფასება რთულია, იმდენად გადაბმულია ჩვენთან პროცესები, თუმცა, წინ მივდივრთ და ამისთვის ვმუშაობთ დატვირთულ რეჟიმში, ვცდილობთ ეკონომიკურმა მოვლენებმა (უარყოფითმა) მინიმალური გავლენა მოახდინოს. არასტაბილური ლარის კურსი, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის და გვიშლიდა ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებაში, მაგრამ ვცდილობთ, გონივრულად მივუდგეთ ყველა ინვესტიციას და წამოწყებას. გადაწყვეტილებას ვღებულობთ ერთად, არა მარტო დამფუძნებლები, არამედ გარკვეული მსჯელობა გვაქვს თანამშრომლებთანაც. ეს თანამედროვე და ევროპული მიდგომაა ბიზნესის მართვის. არ იყო 2017 წელი ცუდი, მაგრამ იმედი გვაქვს 2018 უკეთესი იქნება.
მიმდინარე წლის მთავარი გამოწვევა და სამომავლო გეგმა
დღეს ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, მერყევი ეკონომიკური პროცესები მოქმედებს ყველა სახის საქმიანობაზე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მყისიერი და გონივრული რეაქცია, ეს გულისხმობს რუტინულ შრომას, არ მოვდუნდეთ, არ დავკარგოთ კონტროლი და არ გავხადოთ პროცესები შეუქცევცადი.
2018 წლისათვის ჩვენი უახლოესი მიზანია საწარმოს გაფართოება, მოვამზადოთ ბაზა ახალი პროექტებისათვის, ეს გულისხმობს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას (კვალიფიციური დასაქმებული ქმნის ხარისხიან პროდუქტს), ეს გულისხმობს მთელი კომპანიის მოტივაციის გაზრდას. ვიმედოვნებ, ჩვენ ბევრი წარმატება და მნიშვნელოვანი კარგი ცვლებები გველის. ვუსურვებ, კომპანია დიო-ს წარმატებას! საქართველოს წინსვლასა და ეკომიკურ გაძლიერებას!