კომპანია „დიო“-ში მონტაჟის სპეციალისტებისთვისა და საწარმოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პროფესიული გადამზადების ტრენინგ კურსი ჩატარდა. პროგრამას სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარეს, როგორიცაა:
„დიო“-ში მუდმივად ვცდილობთ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მივცეთ. შესაბამისად პერიოდულად კომპანიაში მათი საქმიანობის შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის განკუთვნილი ტრენინგები თუ სასერტიფიკატო პროგრამები ტარდება. მსგავსი აქტივობები სასარგებლოა არა მხოლოდ დამსწრე პირებისთვის, არამედ ჩვენი კომპანიისთვისაც, რათა მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტთან ერთად ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურებაც შევთავაზოთ.“- აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, „დიო“-ში პრაქტიკული აქტივობები და სხვადასხვა პროგრამები ტარდება, რომლებიც თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განთვითარებას უზრუნველყოფს.