Logo
CSR
„დიო“ კვლავ „ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა“-ს გვერდითაა!

„დიო“ კვლავ „ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა“-ს გვერდითაა!

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით 7 ივნისს ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ მხარდასაჭერად მეოთხე აუქციონი გაიმართა. კომპანია „დიო“-მ კი ტრადიციულად საქველმოქმედოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და რამაზ ჩანტლაძის არაჩვეულებრივი ნახატი შეიძინა.

აუქციონზე 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც მხატვრებმა ჰოსპისს უსასყიდლოდ გადასცეს. საბოლოოდ 140 ათასი აშშ დოლარი შეგროვდა, თანხის ნაწილი კი ხარკოვის ბავშვთა ჰოსპისს გადაეცემა.

„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ჰოსპისის მხარდაჭერა. ციცინათელების ქვეყანას ჯერ კიდევ წლების წინ დავუმეგობრდით და მათი გვერდში დგომისთვის მზაობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის გულწრფელია. ვფიქრობთ, ერთობლივ ენერგიას, ძალასა და სურვილს ყოველთვის შეუძლია დადოს შედეგი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში. სიკეთე გადამდებია!“ - აცხადებენ კომპანია "დიო"-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ წლებია „ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა“-ს მხარდამჭერია. გარდა ღონისძიებაში არაერთხელ მონაწილეობის მიღებისა „დიო“-მ საკუთარი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა საკუთარ თავზე აიღო.

14
ივნ
2022
phone