Logo
CSR
„დიო’’ რამინ გობაძეზე ზრუნვას აგრძელებს

„დიო’’ რამინ გობაძეზე ზრუნვას აგრძელებს

მესამე წელია ,,დიო’’-სა და რამინ გობაძის მეგობრობა გრძლდება, ემოციებით სავსე კადრები ყველას კარგად გვახსოვს. თანატოლების გაცნობის, მათთან თამაშისა და დამეგობრების ოცნება გასულ წელს ახდა, რომელმაც რამინზე დიდი გავლენა იქონია, შთაბეჭდილებებით დახუნძლული ოჯახს წევრებსა და ნანა მასწავლებელს ემოციებს უზიარებდა.  წელს საახალწლოდ, კომპანია ,,დიო’’-მ სათხილამურო კლუბ „იკისკი“-სთან თანამშრომლობით შეძლო კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონებები ეჩუქებინა ბავშვებისთვის. საერთო თანამშრომლობამ და გაზიარებულმა პასუხისმგებლობამ რამინისა და მისი დის -შორენა გობაძის გახარება შეძლო, და-ძმა ზამთრის ბანაკში ერთად გაემგზავრნენ.

სად თამაშობდნენ, რომელ სთ-ზე სადილობდნენ, ერთობოდნენ და რას აკეთებდნენ რამინმა დაიკოს ყველაფერი ჩასვლისთანავე  ენთუზიაზმით აუხსნა. დაათვალიერებინა ტერიტორია, ბანაკის წესებსა და ლიდერებზეც ესაუბრა.

,,იცით ყველაზე მეტად ის გამეხარდა, ისევ ის ჩემი ბანაკელი ბავშვები, რომ დამხვდნენ და კიდევ უფრო მეტი ვითამაშეთ. ერთმანეთს მოვუყევით ზაფხულის შემდეგ რას ვაკეთებდით, ჩემი დაც გავაცანი, სრიალი ვისწავლეთ და კიდევ მინდა მათი ნახვა.’’ - ანთებული თვალებით გულწრფელ ემოციებს გვიზირებდა რამინი.

   კლუბ „იკისკი’’-სთან თანამშრომლობით  ბანაკში გატარებულმა დაუვიწყარმა ორმა კვირამ რამინსა და შორენას ემოციურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა იქონია, და-ძმის გაოცებასა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მათ თხილამურებზე სრიალი ისწავლეს,   სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი, მეგობრები შეიძინეს და ხალისიანი დღეები გაატარეს.

კომპანია „დიო“ მადლობას უხდის კლუბ „იკისკი“-ს აქტიური ჩართულობისთვის, უსაზღვრო პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობისთვის.

  შეგახსნებთ, რამინ გობაძე სოფელ კიკიბოს ვაგონში მოწყობილი სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. კომპანია „დიო’’-მ რამინთან მეგობრობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.  მისი ზაფხულის ბანაკში წასვლა უზრუნველყო, ლეპ ტოპი სადაგნმანათლებლო პროგრამებით დახუნძლული და უამრავი საჩუქარი გადასცა; მისი ერთადერთი ნანა მასწავლებელი კი ფულადი და სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა.

  „დიო’’-მ შეძლო კიდევ ერთი ოცნება აესრულებინა მოზარდებისთვის, ხელი შეუწყო მათი დღეების გალამაზებასა და გაფერადებას.

   მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდთა წახალისება და მათზე ზრუნვა, სწორედ ეს პერიოდია მათი ცხოვრების, სოციალური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების განმსაზღვრელი.

   ვაქციოთ სიკეთე მთავარ მოტივაციად, გადავდგათ თითო ნაბიჯი ადამიანების გაბედნიერებისთვის!... ოცნებები სრულდება, მთავარია გვჯეროდეს!

#სიკეთეაბედნიერებს

#სიკეთეგადამდებია

#დიო #რამინგობაძე

#ერთადყველაფერსშევძლებთ

24
იან
2020
phone