,,დიო''-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ალაყაფის ტიპის ჭიშკარი. თუ ღიობის გასწვრივ ადგილი არცერთ მხარეს არ გაქვთ ორფრთიანი კარი იდეალურია.
ამ ტიპის კარი დამატებით ბეტონის სამუშაოებს არ საჭიროებს (რელსებისა და გორგოლაჭების დამონტაჟებას. აწყობილი ჩარჩოთი მარტივად მონტაჟდება.)
ორფრთიანი კარის გაღება შესაძლებელია, როგორც შიგნით ასევე გარეთ.
საცალფეცო კარის დამატება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებლად ასევე მოძრავ ნაწილშიც.
„დიო“-ს ალაყაფის ტიპის ჭიშკარი გამოირჩევა ინოვაციური, დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით. მისი გარსი იწყობა ლითონისგან, ხოლო შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია იყოს: ალუმინი, ლითონი ან ხე.
ლითონის დამუშავება შესაძლებელია თერმულად.
ჭიშკრის აწყობა შესაძლებელია მომხმარებლის სურვილის / სახლის დიზაინის გათვალისწინებით.