ორმაგი ფარდა-როლეტი რულონური ტიპის ფარდის ნაირსახეობაა.
იგი კლასიკური ორმაგი ფარდების (თხელი და სქელი) და ჟალუზების თანამედროვე ალტერნატივაა და გამოირჩევა.
ორმაგი ფარდა-როლეტი წარმოადგენს ერთ კასეტაში ან ერთ კარნიზზე, კომპაქტურად მოთავსებულ, ორი დამოუკიდებელი მართვის მქონე როლეტის კომბინაციას, რომელთაგან ერთი როგორც წესი ნაწილობრივ შუქგამტარია, მეორე კი აბსოლიტური დაბნელების საშუალებას იძლევა.
,,დიო“-ს ორმაგი ფარდა-როლეტის საშუალებით თქვენ შეძლებთ მარტივად აიცილოთ თავიდან მცხუნვარე მზის სხივები, მიიღოთ მაქსიმალური დაბნელების ეფექტი ან პირიქით.
ორმაგი ფარდა-როლეტის დამონტაჟება შეიძლება ნებისმიერი მასალისა (ხის, მეტალოპლასტმასის, ალუმინის) ფანჯრებზე .
დიო გთავაზობთ ჟალუზის ტიპს ორმაგ ფარდა-როლეტს. თუ გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ ჟალუზი და თან გსურთ რომ გქონდეთ ფარდაც, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია აირჩიოთ ორმაგი ფარდა-როლეტი, სქელი და თხელი ფარდების კომბინაცია. შესაძლებელია ერთი ნაწილი იყოს სრულიად გამჭვირვალე, ხოლო მეორე - სრული დაბნელების ეფექტით, შესაბამისად მიიღებთ საუკეთესო შედეგს. ჟალუზი ორმაგი ფარდა-როლეტი იმართება ერთ მექანიზმზე ორი დამოუკიდებელი კარნიზით. შესაძლებელია მისი მართვა როგორც მექანიკურად ასევე ავტომატურად.