Logo

ვერტიკალური ჟალუზი

მზისგან დამცავი
მზისგან დამცავი

ვერტიკალური ჟალუზი - მზისგან დამცავი პოპულარული სისტემაა.

მათი გამოყენება რეკომენდებულია როგორც საოფისე, ასევე საოჯახო ინტერიერისათვის. ფერთა ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ, ვერტიკალური ჟალუზი მოხდენილად მოარგოთ ინტერიერის როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ სტილს.

ვერტიკალური ლამელი (ნაჭერი) შენობის ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ჟალუზის მართვის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, თანაბრად და ზომიერად გაანაწილოთ სინათლის ნაკადის შემოსვლა, რაც “გაბნეული შუქის” ეფექტს ქმნის.

ვერტიკალური ჟალუზის ფარდის ნაჭერი სპეციალურად დამუშავებულია, რათა იყოს მყარი, ამასთან, არ იკავებს მტვერს, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით.

On-Line გამოძახება განვადება

ტექნიკური მახასიათებლები

"დიო"-ს ნაჭრის ვერტიკალური ჟალუზი პოლიესტერისა და ჟაკარდის ლამელებისაგან (ნაჭრებისაგან) მზადდება. ყველა ნაჭერი გაჟღენთილია სპეციალური ნაერთით, რომ იყოს მყარი და არ იკრავდეს მტვერს, რაც საგრძნობლად ამსუბუქებს დიასახლისის შრომას.


 ვერტიკალური ჟალუზი გამძლეა ძლიერი სიმხურვალის მიმართ:

  •  არ ხუნდება,
  • არ იწვის 
  • ჩვეულებრივ ფარდასთან შედარებით ოთახში 10 გრადუსით დაბალ ტემპერატურას ინარჩუნებს.


კოლექციაში არსებული ფერთა ფართო არჩევანი  საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ ინტერიერში თქვენთვის სასურველ ფერთა შეთანხმებას მიაღწიოთ.

მოვლა: დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ქსოვილისგანაა დამზადებული ლამელი. ხშირად იგი გაჟღენთილია სპეციალური ტენისა და მტვრის განმზიდი ხსნარებით. ასეთ შემთხვევაში ლამელების გაწმენდა რბილი ჯაგრისით ან რაიმე ხელსაწყოთი შეიძლება.

თუ ლამელები დამზადებულია სხვა ხარისხის ქსოვილისაგან, ან გადაწყვიტეთ მათი კაპიტალური გაწმენდა, მაშინ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ:

პირველ რიგში, ჟალუზი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა დაშალოთ:


ხსნით ქვედა ჯაჭვს და იღებთ სიმძიმეებს, შემდეგ ლამელებს მოხსნით მორბენლებიდან. თითოეული ლამელი უნდა დაახვიოთ რულონებად (ფორმის შესანარჩუნებლად, სასურველია, გაახვიოთ დოლბანდში) და ჩაუშვათ საპნიან ან სარეცხის ფხვნილიან წყალში. არავითარ შემთხვევაში არ დასრისოთ ისინი და არ ჩადოთ სარეცხ მანქანაში, არამედ, უბრალოდ, დატოვეთ წყალში, ვიდრე ჭუჭყი არ გაუვათ. ამის შემდეგ ლამელები წყლიდან ამოიღეთ და სველ მდგომარეობაში თავიანთ ადგილზე ჩამოკიდეთ. სიმძიმეების წყალობით ისინი თვითონვე გასწორდებიან და გაშრებიან.

ფაქტურები და ფერები

შანტუგი ნაცრისფერი (89 მმ)

რომა ყავისფერი 89 მმ

შანტუნგი ღია ყავისფერი (89 მმ)

შანტუგი სალათისფერი ფრ

შანტუნგი ლურჯი

შანტუნგი ცისფერი

შანტუნგი თეთრი

შანტუნგი ჩალისფერი

შანტუნგი სალათისფერი

შანტუნგი მწვანე

ლინია კამა ნაცრისფერი

ლინია კამა ლურჯი

ლინია კამა ლიმონისფერი

ლინია კამა ვანილისფერი

ლინია კამა თეთრი

ლინია კამა ღია სტაფილოსფერი

ლინია კამა ბორდოსფერი

ბერლინი წითელი

ბერლინი ბეჟი

ბერლინი კაკაოსფერი

ბერლინი სტაფილოსფერი

ბერლინი ბორდოსფერი

რომა თეთრი

რომა ყავისფერი

რომა ნაცრისფერი

რომა ბეჟი

იტაკა ყავისფერი

იტაკა მუქი ნაცრისფერი

იტაკა ღია ნაცრისფერი

იტაკა ღია სალათისფერი

იტაკა სალათისფერი

იტაკა მწვანე

იტაკა ლურჯი

იტაკა ვარდისფერი

შანტუნგი ღია ყავისფერი

შანტუნგი ნაცრისფერი

ფრივუდი ბეჟი

ფრივუდი ყავისფერი

* გთხოვთ გაითვალისწინოთ: ფერები თქვენს მონიტორეზე შეიძლება არ შეესაბამებოდეს მასალის რეალურ ფერს.
თუ თქვენთვის სასურველი ფერი ან ფაქტურა ვერ ნახეთ ამ კატალოგში, გთხოვთ შეეხმიანოთ ჩვენს ოპერატორებს.

ვერტიკალური ჟალუზის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც საოფისე, ასევე საოჯახო ინტერიერისათვის. ჟალუზის ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანი “დიო”- ში საშუალებას გაძლევთ, ვერტიკალური ჟალუზი მოხდენილად მოარგოთ ინტერიერის, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ სტილს.

თუ გსურთ თქვენი კომერციული ფართის ან ბინის ჭერი სიმაღლეში ბევრად მაღალი გამოჩნდეს მაშინ ვერტიკალური ჟალუზი საუკეთესო გამოსავალია, რადგან ვერტიკალური ლამელი (ნაჭერი) შენობის ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ასევე იდეალურია ვერტიკალური ჟალუზის გამოყენება დახრილი ან კუთხოვანი ჭერის შემთხვევაში.

ვერტიკალური ჟალუზის მართვა ძალიან მარტივია - ჟალუზის მართვის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, დახრის კუთხეები არეგულიროთ სურვილის მიხედვით - თანაბრად და ზომიერად გაანაწილოთ სინათლის ნაკადის შემოსვლა ოთხაში, რაც “გაბნეული შუქის” ეფექტს ქმნის. ვერტიკალური ჟალუზის ფარდის ნაჭერი სპეციალურად დამუშავებულია, რათა იყოს მყარი, ამასთან, არ იკავებს მტვერს, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით. მოსავლელად არის ძალიან მარტივი, ყველა ფერი და ფაქტურა იწმინდება სველი, კარგად გაწურული ჩვრით.
გვაქვს ვერტიკალური ჟალუზის ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანი მისაღებ ფასებთან ერთად. 

დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008
phone