Logo
ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გამოქვეყნდა: 11.02.2020

შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე  ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ ვაკანსიას

თანამდებობა: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ანგარიშვალდებულია გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის წინაშე

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო პირობები ;
  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საბონუსე  სისტემა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირება;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

  •   უმაღლესი განათლება
    • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
    • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
    • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

 

თქვენი მოვალეობებია:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
  • შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, პრეზენტაციის ჩატარება
  • კომპანიის პორტფელში არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა და მათი მაღალი ხარისხით მომსახურება
  • კლიენთა მონაცემთა ბაზების განვითარება

 

პიროვნული თვისებები:

  •  კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელურობა

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@dio.ge 

გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში (subject).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან კონსკურსის 2 ეტაპს:

  1. ტესტირება
  2. გასაუბრება

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 02.03.2020

 

,,დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 02.03.2020
დაბრუნება
phone