შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. „დიო“ დაარსებიდან 24-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
"დიო" –ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
"დიო’’-ს ინოვაციურ მარკეტინგის გუნდში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს, მისი სამუშაო ადგილი გახდება „დიო“-ს სათავო ოფისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, ფარსადანის ქ 3.
ვის ვეძებთ ?
თუ ხარ შემოქმედებითი, სწრაფი, გემოვნებიანი, თუ თვლი რომ დიზაინი კომპანიის იმიჯისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ მზად ხარ სხვადასხვა საინტერესო პროექტები შენს სახელს უკავშირდებოდეს, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
შენ დაგევალება:
უნდა გქონდეს:
დიოს შემოთავაზებაა :
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 დეკემბერი.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.
აქვე გიდასტურებთ, რომ:
აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!