Logo
ვაკანსიები
სარეკლამო პროექტების სპეციალისტი

სარეკლამო პროექტების სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 01.11.2019

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში. „დიო“ დაარსესებიდან 24-ე  წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

"დიო’’-ს  ინოვაციური   მარკეტინგის   გუნდში   ვეძებთ  სარეკლამო პროექტების სპეციალისტს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინაშე და იმუშავებს „დიო“-ს სათავო ოფისში: დ. აღმაშნებლის ხეივანი, მე-12, ფარსადანის ქ 3.

 

ვის ვეძებთ? ენერგიულ, შემოქმედებით და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომლის მოვალეობა იქნება სარეკლამო/საკომუნიაციო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება, კონკურენტული გარემოს შესწავლა. კვლევების წარმოება და ანალიზი.

თქვენ დაგევალებათ:

  • ,,დიო’’-ს პროდუქციის სარეკლამო სტრატეგიის  დაგეგმვა;
  • რეკლამის შედეგების გაანალიზება
  • ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებში „დიოს“ მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • სარეკლამო ბიუჯეტის მართვა
  • გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • კონკურენტ კომპანიების არსებული მარკეტინგული აქტივობების კვლევა, შედარება და ანალიზი;
  • მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
  • უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე. 
  • სხვა მოვალეობების შესრულება წარმოშობილი გარემოებების, გამოწვევების და დავალებების შესაბამისად.

 

თუ გაქვთ:

** უმაღლესი განათლება PR/ მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე;

** ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა;

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


კარგი იქნება:

** იყოთ სხარტი და ენამოსწრებული;

** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი;

** იმუშავოთ გუნდში მეგობრულად;
** შეძლოთ კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავება.

 

დიო გთავაზობთ :

  • თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისების სისტემას; 
  • ნაწილობრივი ტრანსპორტირებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

 


ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

გაითვალისწინეთ, რომ  განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019  წლის 15 ნოემბერი.

 

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით:  შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/ მობ. ნომერზე.  მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გაცნობებთ,  რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 15.11.2019
დაბრუნება
phone