Logo
ვაკანსიები
კონსულტანტ-ექსპერტი

კონსულტანტ-ექსპერტი

გამოქვეყნდა: 25.10.2019

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში. „დიო“ დაარსესებიდან 24-ე  წელს ითვლის . კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას

გაყიდვების  კონსულტანტ/ექსპერტის  თანამდებობაზე

სამუშაო  ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს  სათავო ოფისი: აღმაშნებლის  ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N3

ჩვენი  შემოთავაზებაა:

•     5 დღიანი  სამუშაო კვირა,

•   ჯანმრთელობის დაზღვევა;

•   წახალისების  სისტემა;

• კომფორტული სამუშაო პირობები ;

• პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი  მოთხოვნებია:

•პროფესიული ან/და უმაღლესი  განათლება  ;

•  დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;

• გამართული საუბარი  ქართულად.

• უპირატესობა    მიენიჭებათ  რუსული, ინგლისური  /სასაუბრო/ ენის მცოდნეთ.

•   პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;

•   ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

 

თქვენ შეისწავლით:

•  „დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ  ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა  და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

 

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

•     დამკვეთებისთვის  პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ,როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.  შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 

 განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა:   2019 წლის  15 ნოემბერი   

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე .  რის შემდეგაც  მოუწევთ  2 ეტაპის გავლა:  ტესტირება  და  გასაუბრება.

აქვე გაცნობებთ,  რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

ბოლო ვადა: 15.11.2019
დაბრუნება
phone