შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.
„დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების/შეკვეთების მართვის /სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ
დიო გთავაზობთ :
ჩვენი მოთხოვნებია:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
• მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
•ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა;
•საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
•პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
თქვენი მოვალეობებია:
1. სპეციალისტის პორტფელში არსებული პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მათი გაყიდვის პროცესის სრულად წარმართვა;
2. პოტენციურ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია;
3. შეკვეთების დამუშავება, კალკულაცია/გაანგარიშებების შედგენა, დამკვეთისთვის მიწოდება და შიდა აღრიცხვის სისტემაში ინფორმაციის შეტანა; შემდგომი წარმოებისა და მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
4. დამკვეთისთვის ინვოისების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მათთან შეთანხმება;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.
გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ოქტომბერი.
გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/ მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.
აქვე გიდასტურებთ, რომ:
აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!