კომპანია „დიო“-მ 21 ივნისს გამართულ ღონისძიება - „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“-ში მონაწილეობა მიიღო, სადაც გამართულ პანელურ დისკუსიას, რომელშიც კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა - თამაზ დაუშვილმა მიიღო მონაწილეობა ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ფორუმში მონაწილეობა, მოხარულნი ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა დღევანდელი ბიზნეს გარემოსა და ბიზნეს გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ საკუთარი მოსაზრება და სურვილი გამოგვეთქვა. ვფიქრობთ, რომ ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა საჭირო, დროული და დიდი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკური გარემოს განვითარებისთვის.“- აცხადებს კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.
ფორუმზე ასევე „დიო“-ს ინფორმაციული სტენდი იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვარიელებლებს კარგად ნაცნობ და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კომპანია „დიო“-ს არქიტექტორთა კლუბის კოორდინატორი - ნონო აბჟანდაძე აცნობდა.
ღონისძიებაზე განხილული ძირითადი საკითხებს 2022 წლის ევროკავშირის ბიზნეს კლიმატის კვლევის პრეზენტაცია, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) და სავაჭრო შოუ და B2B – ევროპული პარტნიორობის შექმნა მოიცავდა.
შეგახსენებთ, ფორუმი EBA-ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“-ს ფარგლებში იყო ორგანიზებული.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში; პარლამენტის წევრები; ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში ასევე ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინეს. ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და რეფორმები განიხილეს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იყო ბიზნეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.