2018 წლის 12 მაისს კომპანია დიო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მიუნხენის მარკეტინგის აკადემიის MBA პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ დიო-ს შოურუმში წარმოდგნელი პროდუქცია, გაცნობოდნენ საწარმოს მუშაობას და ენახათ რა გზას გადის თითოეული პროდუქტი სანამ მომხმარებლამდე მივა.
შეხვედრაზე თამაზ დაუშვილმა დიო-ს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და სტუმრებს გაუზიარა ის გამოცდილება და წარმატების გზა, რომელაც კომპანია უკვე 22 წელია გადის. პრეზენტაციის ბოლოს საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც თავის გამოცდილებაზე გერმანელმა სტუმრებმაც ისაუბრეს.