„დიო“-მ საახალწლოდ N5 ქალთა პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი არასწრულწლოვანი გოგონას (16 წლის), ბიჭუნას (2 წლის და 7თვის) და ორი ორსულ ქალის გახარება გადაწყვიტა. კომპანიის მხარდაჭერით დაწესებულებას სრულიად მოულოდნელად სიმბოლური საჩუქრებითა და ტკბილეულით დახუნძლული თოვლის ბაბუა ესტუმრა.
„ჩვენთვის წინასწარ იყო ცნობილი იმ ნივთების შესახებ, რომლებიც იქ მყოფ ქალებსა და ბავშვებს სჭირდებოდათ, სწორედ ამიტომ ინფორმაციის მიღებისთანავე მობილიზება მყისიერად მოვახდინეთ და თოვლის ბაბუას მეშვეობით აღნიშნული ნივთები გავგზავნეთ. გახარებული და დადებითი ემოციებით სავსე ვართ, რომ საახალწლოდ მათი გაბედნიერება მცირედად მაინც შევძელით და შესაძლებლობის ფარგლებში დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, „დიო“ საკმაოდ აქტიურად არის მსგავსი - ზრუნვასა და კეთილდღეობასთან მიმართულ აქტივობებში ჩართული. კომპანიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.