22 წელია „დიო“ ბაზარზეა. 22 წელია ჩემი ძირითადი ფიქრი, საქმიანობა და ემოცია „დიო“-ს და ბიზნესს უკავშირდება. ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, ბიზნესის სწორად განვითარებას. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწიეთ. ჩემი მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ძალა ჩემი პარტნიორებია. კომპანიას და-ძმასთან ერთად ვმართავ; იყო სირთულეებიც, გარკვეულ წილად ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ცვალებადობა, კურსის მერყეობა და ა.შ. ბევრი შრომა, ფიქრი და ენერგია ჩავდეთ, რომ ხელი არ შეგვშლოდა განვითარებაში, ვცვლიდით პრიორიტეტებს, ვნერგავდით ახალ მიმართულებებს და ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის ფონზე ხდებოდა, პროცესებში აქტიურად არის ჩართული ,,დიო’’-ს მთელი გუნდი, გასული წელი ჩემთვის და ჩვენი კომპანიისათვის პოზიტიური იყო, ბევრი აღიარება და ჯილდო მივიღეთ. პირველი ჯილდო იყო გენდერული თანასწორობის ბალანსის დაცვისათვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულის მომცემი. წელს საქართველოში პირველად ჩატარდა კომპანია Veuve Clicquot-ის მიერ საქმიანი ქალების კონკურსი და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჯილდოს მფლობელი გავხდი. წლის ბოლოს კი თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე ,,დიო’’-მ მთავარი პრიზი აიღო და გახდა „ წლის ბიზნესი“.
ჩვენი კომპანია თავიდანვე ხარისხზე იყო ორიენტირებული და ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენს სფეროში, ვინც დანერგა ხარისხის კონტროლის ევროპული სისტემა ISO 9001:2008 და დღეს უკვე ISO 9001: 2015 ის მფლობელი ვართ. დიდი ენერგია და რესურსი ჩავრთეთ ამ პროცესის განვითარებაში, (მივყვებოთ თანმიმდევრულად და მიზანდასახულად). შევქმენით მენეჯერული სისტემა, რომელიც კომპანიის მმართველებს ცალკეული მიმართულებების დელეგირების საშუალებას მოგვცემდა. მიზანი - ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოეებაა. ჩემი აზრით გამოგვივიდა. ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ კიდევ. მნიშვნელოვანია „დიო“-ს ჩართულობა სოციალურ პროექტებში: ბავშთა ჰოსპისი - 20 წლის იუბილის აღსანიშნავი ბიუჯეტი კომპანია ,,დიო’’ -მ მიმართა ისეთ განსაკუთრებულ პროექტზე, როგორიც იყო საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა. ამ პროექტის ფარგლებში ,,დიო“ -მ გამოყო 60 000 ლარის პროდუქცია. შენობა აღჭურვა გერმანული მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით, ჟალუზებით, ტენტებითა და სხვა დიო-ს პროდუქტებით. 2017 წელს დავასაქმეთ შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირი კომპანიაში, ეს პოზიტიური სიახლე დადებითი ენერგიისა და სტიმულის მომცემი გახდა თანამშრომლებისათვის და კომპანიისათვის. მონაწილეობა მივიღეთ გაეროს პროექტში, სკოლებში ბიზნეს-უნარების განვითარების მიმართულებით. კომპანიის ხელმძღვანელები, და მათ შორის მეც უკვე მესამე წელია სკოლაში ბიზნესის გაკვეთილებს ვატარებთ. სისტემატიურად მიმდინარეობს კომპანიის კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადეების პროცესი. ,,დიო’’-ს პროდუქტს მთელი გუნდი ქმნის და ვთვლით, რომ ხარისხიან პროდუქტს მაღალი კვალიფიკაციის კადრი სჭირდება (მომზადება და სწავლება ჩვენს პარტნიორ - მომწოდებელ კომპანიებშიც ხდება ევროპის ქვეყნებში). ყოველ წელს სიახლეებია ჩვენს კომპანიაში, ვამატებთ პროდუქტებს, ჩვენი პროდუქტები პირობითად შეიძლება დავყოთ პოპულარულ და ექსკლუზიური სახეობებად. ჰორიზონტალური, ვერტიკალური ჟალუზები, პლისე, ვენეციური, თუ იაპონური, 12 სახეობის ფარდა-ჟალუზი გვაქვს და ყველა ტიპის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ზოგადად, ყოველ წელს ახალი მოდაა, ახალი ტრენდია და შესაბამისად ჩვენი პროდუქციაც მიჰყვება სიახლეებს. წელს მოდაშია ზებრისებრი, რომაული ფარდა-ჟალუზები. ვინტაჟური ფარდა რომაულით ჩანაცვლდა. ჩვენი ფარდა-ჟალუზები მომხმარებლის ინტერიერისა და მოთხოვნილი სტილის მიხედვით მზადდება. აგრეთვე, წელს გაიზარდა მოთხოვნა ხის ჟალუზებზე.
მეტალო პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარა მნიშვნელოვანი მიმართულებაა კომპანიაში. კომფორტული, პრაქტიკული პროდუქტი და მარალი ხარისხი - „დიო“-ს პრიოპრიტეტია, და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხის ფანჯრების ჩანაცვლება ამ პროდუქტით გარკვეულ წილად ეკოლოგიური ხასიათის მატარებელია. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ გვიყვარს გარემო და ტყე, და ვცდილობთ არ გავანადგუროთ. ჩვენ გერმანულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ვიყენებთ, რომელიც 50 წლიან ექსპლოატაციის გარანტიას გულისხმობს. გერმანელი პარტნიორები ითვალისწინებენ საქართველოს კლიმატს, პროფილებს ამზადებენ საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით (როგორც ჩვენი პარტნიორები ეძახიან, აგრესიული მზისა და ცხელ ზაფხულის პირობების გათვალისწინებით).
ბოლო წლებია პოპულარული გახდა შუშებიანი შენობების არქიტექტურა. შეგიძლია შუშით და ალუმინის მასალით საინტერესო ფორმები შექმნა; ლამაზი ეფექტი მიიღო. ალუმინის ვიტრაჟებით საინტერესო, ახალი, ლამაზი და პრაქტიკული ფომების შენობები იქმნება. 2017 წელს ახალი ტრენდი შემოვიდა - შავი ანტრაციტი, მუქი ნაცრისფერი. ეს ფერი სავარაუდოდ პოპულარული იქნება 2018-შიც.
ჩვენი სიახლე, „დიო“-ს ექსკლუზიური პროდუქტია - ღია სივრცის გადასახური თანამედროვე საჩრილობელი სისტემა - პერგოლა შემინვის სისტემით. პერგოლას პოპულარიზებას ბოლო ორი წელი აქტიურად ვეწევით. დამატებითი კომფორტული სივრცე სახლებისათვის, და განსაკუთრებით კაფე-რესტორნებისათვის. პერგოლა მობილური პროდუქტია, და მისი მონტაჟი არ მოითხოვს სპეციალურ და განსაკუთრებულ პირობებს. პროდუქტი წლის ოთხივე სეზონისთთვის აქტუალურია და პრაქტიკული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება პერგოლა, როდესაც კანონი შენობაში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ძალაში შევა. პერგოლა კომფორტული იქნება კაფე -რესტორნების მფლობელებისათვისაც, და მათი სტუმრებისათვისაც. „დიო“-ს პერგოლა ყველანაირ კლიმატურ პირობებში კომფორტული გარემოს გარანტიაა.
მომავალში ბევრი სიახლეები გვაქვს გეგმაში, იზრდება სამუშაოს მოცულობა, და ვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურაც, უახლოსი გეგმაა და პროექტია „დიო“-ს ქარხნის გაფართოება და განვითარება. ჩემი მიზანია, განვვითარდეთ, არ გავჩერდეთ, და ბევრი სიახლე შემოვიტანოთ ბაზარზე.
ირმა დაუშვილი, კომპანია „დიოს“ გენერალური დირექტორი