Logo
სიახლეები
თანამშრომლები
დიო-ს სამონტაჟო ჯგუფის წევრები მედიქლაბ ჯორჯია-ს ტრენინგს დაესწრნენ!

დიო-ს სამონტაჟო ჯგუფის წევრები მედიქლაბ ჯორჯია-ს ტრენინგს დაესწრნენ!

 კომპანია „დიო“-ს სამონტაჟო ჯგუფის თანამშრომლები „მედიქლაბ ჯორჯია“-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა შემდეგ საკითხებზე:

  • გულ-ფილტვის რეანიმაცია;
  • პირველადი დახმარება სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (მოზრდილებში);
  • სხვადასხვა სახის ჭრილობები, სისხლდენის ტიპები, სისხლდენის შეჩერება (ნახვევის წორად დადება)
  • სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები, დამწვრობა - თერმული, ქიმიური;
  • კიდურების იმობილიზაციის მეთოდები.

   შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-სთვის თანამშრომლების ცოდნის , შესაძლებლობებისა და სხვა მახასიათებლების სრულყოფა , კვალიფიკაციის ამაღლება / გადამზადება, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

 სწორედ თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით, ტრენინგები და სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები კომპანიაში, ისევე როგორც  კომპანიის გარეთ მუდმვივად ხორციელდება.

  „დიო“-ში ადამიანური რესურსების განვითარება კომპლექსური და სისტემატური პროცესია.

12
მარ
2021
phone